ევროპელები და აშშ განახორციელებენ კოორდინაციას იმ მიზნით, რომ მიაღწიონ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას, რომელიც დაიცავს უკრაინის სასიცოცხლო ინტერესებს და ევროპის უსაფრთხოებას – საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

40
spot_img

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ორშაბათს, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, ვაშინგტონში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას შეუერთდება.

„ევროპელები და შეერთებული შტატები განახორციელებენ კოორდინაციას იმ მიზნით, რომ მიაღწიონ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას, რომელიც დაიცავს უკრაინის სასიცოცხლო ინტერესებს და ევროპის უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა და ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრე სტუბმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონში ჩავლენ და დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან.