ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე ცვლილებები იქნება – POLIITICO

17
spot_img

ამერიკული გამოცემა “პოლიტიკო“ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების განაწილების შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის მიერ მოპოვებული სავარაუდო ინფორმაციით, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე ცვლილებები იქნება.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოსტზე შარლ მიშელი, შესაძლოა, პორტუგალიის ექს-პრემიერმა ანტონიო კოსტამ ჩაანაცვლოს. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი კი, ჟოზეფ ბორელის შემდეგ, დიდი ალბათობით, კაია კალასი გახდება.

ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა, მეორე ვადით განიხილება. ასევე, სავარაუდოდ, არ შეიცვლება რობერტა მეცოლა, რომელიც ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.

ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პარტიები პოსტებს მიღებული შედეგების მიხედვით გაინაწილებენ და ევროკავშირის მმართველ პოზიციებზე ძირითადად ორ კანდიდატს წარადგენენ.