ევროპარლამენტარებს გადაეცით, აქცია მილევად რეჟიმშია, დააგვიანეს, საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ მოხდება, იქ დგომით ნუ დაკარგავენ დროს, არ გაცივდნენ -ირაკლი ზარქუა

4
spot_img

ევროპარლამენტარები დღეს მორიგი ვიზიტით იმყოფებიან, ხომ იცით, ვინც არიან, საქართველოს გაშავებით რომ არიან დაკავებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მათი აზრი არ აინტერესებს, რადგან „ნაცსექტის“ დამატება არიან, ლობისტური კომპანიების მიერ დაქირავებული მუშაკები.

„ევროპარლამენტარები დღეს მორიგი ვიზიტით იმყოფებიან, ხომ იცით, ვინც არიან, საქართველოს გაშავებით რომ არიან დაკავებული. რეზოლუციას რეზოლუციაზე იღებენ, რომ თურმე სააკაშვილს ვკლავთ. ჯიგარი კი, იცით, ემუქრება კიდეც გარკვეულ ჯგუფებს და იქიდან მოძღვრავს რევოლუციურ სცენარს, მშვენივრად არის. მეორე ევრორეზოლუციაში ჩაგვიწერეს, რომ თურმე კეზერაშვილი არის მედიამენეჯერი. აი, ასეთი უსამართლო რეზოლუციების ავტორები ჩამოვიდნენ და, ბუნებრივია, ჩვენ არც გვაინტერესებს მათი აზრი, რადგან „ნაცსექტის“ ჩვეულებრივი დამატება არიან, ლობისტური კომპანიების მიერ დაქირავებული მუშაკები, რომლებიც ცდილობენ, უსამშობლოების გარკვეული ჯგუფები კიდევ უფრო გააძლიერონ. მილევად რეჟიმშია, გადაეცით, რომ დააგვიანეს უკვე, საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ მოხდება, იქ დგომით დროს ტყუილად ნუ დაკარგავენ, არ გაცივდნენ. ამას სჯობია, ისევ ჩვენი კულტურა ნახონ, გაიარონ სხვადასხვა კუთხეში, ხალხს შეხვდნენ, დაელაპარაკონ და მიხვდებიან, რომ ამ უსამშობლოებს დასაყრდენი საქართველოში არ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, ევროპარლამენტარები დროს „ზურა გირჩ ჩახდილთან საუბრით და დანარჩენ უსამშობლობო ნაცმენეჯერებთან საუბრით ნუ დაკარგავენ“.

„დაანებონ თავი, ამათი თემა დასრულებულია. თუ ქვეყნის შეცნობა უნდათ, მიბრძანდნენ ულამაზესი კულტურის, უმდიდრესი კულტურის ქვეყანა არის საქართველო და დაინტერესდნენ, მათ შორის, სტუმარმასპინძლობის წესით, ტრადიციებით, მართლმადიდებლობით და მერე იქნებ გაუნათდეთ გონება და მიხვდნენ, რომ არ ღირს ამ უსამშობლოების დევნა. დანარჩენს რაც შეეხება, რამდენიც უნდათ, იმდენი ჩამოვიდნენ და ერთმანეთში ილაპარაკონ. კუბილიუსა ხომ არ დატოვეს? კუბილიუს, აქაც კი მოგტეხეს, ჩემო ძმაო. სწორია, ადრე ჩვენ გვამუნათებდი, არარეალურ, არაადეკვატურ რაღაცებს გვიწერდი ევრორეზოლუციაში, მახსოვს, მოწოდებებიც. თქვენმა კოლეგებმა მიიჩნიეს, რომ არ არის თქვენი საქმე პოლიტიკა და კოსმოსის შემსწავლელი მიმართულებით გაგიშვეს. იქ არის თქვენი ადგილი, კოსმოსი შეისწავლეთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.