
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ევროპამ უნდა მოიპოვოს ყველა საშუალება, რათა თავი დაიცვას სამხედრო აგრესიისგან.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობა თავდაცვის გარეშე ილუზიაა.
„თუ რუსეთი მიიჩნევს, რომ უკრაინის საზღვრები რუკაზე მხოლოდ ხაზია, მაშინ რატომ უნდა სცეს პატივი სხვა რომელიმე ქვეყნის საზღვრებს?“ – აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
„ახლა ცხადია, რომ ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსის დაცვის საუკეთესო გზა ნატოს ევროპული საყრდენის გაძლიერებაა – უფრო ავტონომიური, სუვერენული, ნაკლებად დამოკიდებული სხვებზე, კერძოდ, შეერთებულ შტატებზე“, – დასძინა მან.