ევროკომისია 18 წევრ ქვეყანას ორ თვეს აძლევს სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ კანონმდებლობის სრულად დანერგვისთვის.
როგორც ევროკომისიის პრესრელიზშია აღნიშნული, ევროკავშირის 18 წევრ ქვეყანას გაუგზავნეს გამაფრთხილებელი წერილი, რომელშიც მათ სთხოვენ სრულად შეასრულონ დირექტივა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევის კრიმინალიზაციის შესახებ.
წერილი გაეგზავნა ბელგიას, ბულგარეთს, ჩეხეთს, გერმანიას, ირლანდიას, საბერძნეთს, ესპანეთს, საფრანგეთს, ხორვატიას, იტალიას, კვიპროსს, უნგრეთს, მალტას, ავსტრიას, პოლონეთს, პორტუგალიას, რუმინეთსა და სლოვენიას.წერილში საუბარია იმ დირექტივის შესრულების აუცილებლობაზე, რომელიც ევროკავშირის მიერ შემოღებული შემზღუდავი ზომების დარღვევის სისხლის სამართლებრივ დანაშაულად გამოცხადებას გულისხმობს და ამ კუთხით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საერთო წესებს ადგენს.
ეს დირექტივა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის შემთხვევების აღკვეთასა და ამ კუთხით წევრ ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად. წევრ სახელმწიფოებს ეს დირექტივა უნდა შეესრულებინათ 2025 წელის მაისამდე. დღეის მდგომარეობით, 18 ქვეყანას ახალი წესების იმპლემენტაციის შესახებ კომისიისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. ახლა ამ ქვეყნებს აქვთ ორი თვე, რათა პასუხი გასცენ ევროკომისიის გამაფრთხილებელ წერილს და დაასრულონსმიღებული ზომების იმპლემენტაცია. ისინი თუ ამას არ გააკეთებენ, კომისიას უფლება აქვს, წევრ სახელმწიფოებს პასუხისმგებლობა დააკისროს.