ევროკავშირში თითქმის არავინ დაუჭირა მხარი უკრაინასა და რუსეთს შორის “საშობაო ზავს”-პიტერ სიარტო

81
spot_img

ევროკავშირში თითქმის არავინ დაუჭირა მხარი უკრაინასა და რუსეთს შორის „საშობაო ზავს“, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

სიიარტოს თქმით, ევროკავშირი უგულებელყოფს ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებას, სადაც რუსეთის ჯარები წინ მიიწევენ, რადგან ისინი აგრძელებენ მიმდინარე სტრატეგიას.

„მათ არც კი აინტერესებთ, რომ შობა ახლოვდება“, – განაცხადა სიიარტომ და აღნიშნა, რომ არცერთი ქვეყნის ლიდერმა, მათ შორის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარი არ დაუჭირა „საშობაო ზავის“ იდეას.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ზოგიერთი მათგანი მხარს უჭერდა ზოგადად ცეცხლის შეწყვეტის იდეას, მაგრამ დანარჩენები „აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ“.

მისივე თქმით, მხოლოდ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუჭირა მხარი ომის დიპლომატიური გადაწყვეტის იდეას.

შეგახსენებთ, ვიქტორ ორბანმა 11 დეკემბერს განაცხადა, რომ უნგრეთმა უკრაინას საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტა და სამხედრო ტყვეების ფართომასშტაბიანი გაცვლა შესთავაზა, მაგრამ, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ეს იდეა.