
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მუდმივმა წარმომადგენლებმა დაამტკიცეს კონტრზომები აშშ-ის მიერ ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ.
„ევროკავშირი აშშ-ის ტარიფებს უსამართლოდ და საზიანოდ მიიჩნევს, რაც ეკონომიკურ ზიანს აყენებს როგორც ორივე მხარეს, ასევე გლობალურ ეკონომიკას. ევროკავშირმა განაცხადა, რომ მისი მკაფიო სურვილია აშშ-თან მოლაპარაკებების გზით დაბალანსებული და ურთიერთსასარგებლო შედეგების მიღწევა“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ გადასახადების ამოღება 15 აპრილიდან დაიწყება და რომ „ეს კონტრზომები ნებისმიერ დროს შეიძლება შეჩერდეს, თუ აშშ სამართლიან და დაბალანსებულ მოლაპარაკებებს დათანხმდება“.