ევროკავშირი აღარ არის დიდ გლობალურ პოლიტიკაში დიდი მოთამაშე, ის ფაქტობრივად მინავლებად რეჟიმში გადავიდა – ევროკავშირის ოქროს ხანა დამთავრდა, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ბიძინა გიორგობიანმა.
„ევროკავშირის ოქროს ხანა და ფულის წვიმა, რომელიც ევროკავშირში არსებობდა, როდესაც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა აშშ, იაფ მუშა ხელს – ჩინეთი და იაფ რესურსებს, რუსეთი, ეს პერიოდი დამთავრდა და ახლა ძალიან პრაგმატული და დიდი ბიზნესგარიგებების დრო დგება საერთაშორისო პოლიტიკაში. იმპერიების დრო დაბრუნდაო ამბობენ, მაგრამ უფრო მგონია, რომ ბიზნესგარიგებების დრო დგება“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.
მისი თქმით, ევროკავშირი აღარ არის დიდი გლობალურ პოლიტიკაში დიდი მოთამაშე, ის ფაქტიურად მინავლებად რეჟიმში გადავიდა.
„მსოფლიოში დარჩენილი სამი დიდი პოლიტიკურ ცენტრი – აშშ, ჩინეთი და რუსეთი, ლიდერების დონეზე ერთმანეთთან ჯერჯერობით სინჯავენ კომუნიკაციას და ალბათ შეხვედრები დაიწყება. ძნელია, თანმიმდევრობა რომ განისაზღვროს, მაგრამ ვფიქრობ, ლოგიკურია, რომ ჯერ აშშ-ის და ჩინეთის პირველი პირები შეხვდნენ ერთმანეთს და ამის შემდეგ შედგეს შეხვედრა რუსეთთან, სადაც ის უფრო მეტად იქნება ორიენტირებული უკრაინის საკითხზე. უკრაინის საკითხი არ არის ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობების ძირითადი და ერთადერთი საკითხი, მათ ბევრი საკითხი აქვთ ერთმანეთთან განსახილველი“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.
თუ სამხრეთ კავკასია იქნება ახალი გლობალური გადანაწილების შემადგენელი ნაწილი, პირველ რიგში ეს შეეხება საქართველოს, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ სტრატეგიული პარტნიორები თურქეთი და აზერბაიჯანი, უკვე 33 წელია საქართველოსთან ინარჩუნებენ ძალიან მეგობრულ და კარგ ურთიერთობას. ჩვენთვის მთავარია შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან თურქეთთან და აზერბაიჯანთან, შემდეგ სომხეთთან. რუსეთთან ურთიერთობის მომავალი როგორი იქნება ამას ვნახავთ ახალი მსოფლიო გადანაწილების და წესრიგის დამყარებისთანავე. მეზობლებთან ურთიერთობა საქართველოსთვის უნდა იყოს პირველი პრიორიტეტი და შემდეგ უნდა ვიფიქროთ გლობალურ პროექტებზე“, – აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.