ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციებს არ დააწესებენ, ვინაიდან უნგრეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ამას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი რიკად იოზვიაკი ავრცელებს.
„ევროკავშირი საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს დღეს არ შემოიღებს. უნგრეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა ამას ეწინააღმდეგება. ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის თავისუფალი უვიზო რეჟიმის შეჩერებაა, რასაც დრო დასჭირდება“, – დაწერა იოზვიაკმა სოციალური ქსელ X-ში.