ევროკავშირში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას სამჯერ გაზრდის. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
„ევროკავშირი უკვე არის ყველაზე დიდი უცხოელი დონორი პალესტინელი ხალხისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, გაეროსთან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს, რათა ღაზას სექტორში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას დახმარება გაუწიონ.
„ჰუმანიტარული დახმარების გასამმაგება ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები უზრუნველყოფილი იყვნენ ძირითადი საჭიროებებით“, – თქვა კრიზისების მართვის კომისარმა იანეზ ლენარეიმ.