
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ მოხსნის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უკრაინაში ომის სრულად დასრულებამდე.
„სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი მტკივნეულია [რუსეთისთვის]“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ უკრაინა გადაწყვეტს, რა არის მისთვის მდგრადი მშვიდობა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა, რომ კიევს უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება, რათა თავიდან აიცილოს რუსეთთან ახალი ომი.