ევროინტეგრაციას ვაგრძელებთ თანმიმდევრულად, მეთოდურად, დროში გაწერილად და გეგმაზომიერად-შალვა პაპუაშვილი

14
spot_img

ევროინტეგრაციას ვაგრძელებთ თანმიმდევრულად, მეთოდურად, დროში გაწერილად და გეგმაზომიერად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო 12 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ყველაზე შორს არის წასული, ვიდრე ამას რომელიმე პოლიტიკური ძალა შეძლებდა.

„რაც შეეხება ევროინტეგრაციას, გზას, რომელზეც 12 წლის განმავლობაში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ყველაზე შორს ვართ წასულები, ვიდრე ამას რომელიმე პოლიტიკური ძალა შეძლებდა, ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ. ვაგრძელებთ თანმიმდევრულად, მეთოდურად, დროში გაწერილად და გეგმაზომიერად. თუ რამეს მივაღწიეთ ამ მიმართულებით, სწორედ იმიტომ მივაღწიეთ, რომ გონივრულად, დაფიქრებით და სიბრძნით წარვმართეთ პროცესი. ამიტომ ენდო ამომრჩეველი ევროკავშირში ინტეგრაციის ჩვენ მიერ შეთავაზებულ გზას და ამიტომ დაგვიტოვა ქვეყნის მართვის მანდატი. გამოცხადებულ ნდობას კი სამართლებრივ სახელმწიფოში ყველამ უნდა სცეს პატივი. დემოკრატიისა და ერთიან საზოგადოებაში თანაცხოვრების წესი ასეთია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.