ეუთო-ს რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ რუსეთს აქვს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობა, პოლიტიკურ ინტერესებს სწირავენ გრძელვადიან ურთიერთობებს -ირაკლი ქადაგიშვილი

13
spot_img

ეუთო-ს რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ რუსეთს აქვს მცდელობები, კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვაროს. საერთაშორისო ინსტიტუტებში დიდი პოლიტიკური კრიზისია, პოლიტიკურ ინტერესებს სწირავენ გრძელვადიან საერთაშორისო სამართლის და გრძელვადიან სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციაში გაკეთებული ჩანაწერით, ფაქტობრივად, რუსული პოლიტიკის ლეგალიზაცია ხდება, რაც ტექსტიდან არის ამოსაღები.

„ეუთო-ს რეზოლუციაში „რუსეთი ოკუპანტიას“ ჩაწერაზე უარი თქვეს, გაურკვეველი ფორმულირებაა -„თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველოს, აფხაზეთის და ოსეთის შერიგება საჭიროა“. საერთოდ სად არიან დაკარგულები და რა უნდათ. ჩაწერეს ის, რომ რუსეთს აქვს მცდელობები, კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვაროს. საერთაშორისო ინსტიტუტებში დიდი პოლიტიკური კრიზისია. წუთიერ, წამიერ პოლიტიკურ ინტერესებს სწირავენ გრძელვადიან საერათაშორისო სამართლის და გრძელვადიანი სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს. ეს არის ეუთო-ს რეზოლუცია, რომლის ფასი რაც არის, საქართველოს მოქალაქეებმა შეაფასონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ეუთო-ს ასეთი რეზოლუციისთვის ოპოზიციამ მადლობა თქვა.

„ამ რეზოლუციისთვის ოპოზიციამ მადლობა თქვა. წაიკითხეთ და ნახეთ, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის პოზიცია, რომელმაც გააპროტესტა და თქვა, რომ რეზოლუციას საქართველო მხარს არ დაუჭერს. ოპოზიციამ, რომ დაინახა საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელის პოზიცია, შეიძლება მიხვდნენ, რომ იგივე არ განმეორდეს, როგორც თავის დროზე საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება. ოპოზიციას მაგ რეზოლუციაში თავისი ვიწრო ინტერესები აქვს. საქართველო იმდენად აინტერესებს, როგორც იმ რეზოლუციის დროს აინტერესებდა, როდესაც ომის დაწყებაში დაგვადანაშაულეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, რეზოლუციიდან თუ ამ ჩანაწერს ამოიღებენ უკეთესი იქნება.

„მაგრამ, ნახეთ, ამ რეზოლუციაში რა წერია, არჩევნები წინასწარ გაყალბებულიაო. ამიტიმ, რეზოლუცია კი არ არის, ჩვეულებრივი პოლიტიკური გზავნილებია ქვეყნის შიგნით ოპოზიციის საამებლად, რომელ ობიექტურ რეზოლუციაზე გვაქვს საუბარი. ყველაფერი კარგად გამოჩნდა. ჩვენი განსაკუთრებული პროტესტი მოჰყვა ამ რეზოლუციას და თუ შეცვლიან ჩანაწერს, რითაც ფაქტობრივად, რუსული პოლიტიკის ლეგალიზაციას ახდენენ, ძალიან კარგი იქნება. ყველაფერი არის ანგაჟირებული, როგორც ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, ისე პოლიტიკურ ნაწილში. თავიდან ბოლომდე ანგაჟირებული რეზოლუციაა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.