ესტონეთმა ლაშა ტალახაძეს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს, ბექა ოდიშარიასა და კიდევ 55 ქართველს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

4
spot_img

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კიდევ 55 ქართველს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ესტონეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აკრძალვა შეეხება საქართველოს პარლამენტის მოქმედ წევრებს: ლაშა ტალახაძეს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს, გელა სამხარაულის. ესტონეთში შესვლა აეკრძალა აგრეთვე ყოფილ დეპუტატს ბექა ოდიშარიას.

გარდა დეპუტატებისა, ესტონეთმა საკუთარ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა ქართველ მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციელებს, მოძრაობა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლებს – კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს.

ესტონეთის საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, ამრიგად, ქართველთა საერთო რიცხვმა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აქვთ აკრძალული, 83 მიაღწია. ესტონეთის გადაწყვეტილებას შეუერთდნენ ლატვია და ლიეტუვა.