,,ეს რევოლუცია არაა, ეს სტაბილურობაა – ჩვენ შეიძლება ტექნიკური მთავრობა დაგვჭირდეს”- სალომე ზურაბიშვილი

10
spot_img

პრეზიდენტი არაღიარებული იქნება, რომლის სამუშაო, სხვათა შორის, ფეხბურთელობა იყო, განათლების არმქონე, რეალური პრო-რუსული პარტიის წარმომადგენელი, რომელიც „ქართული ოცნების” მიერ იქნა შექმნილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში პრეზიდენტობის კანდიდატზე, მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რაც ახლა საქართველოში ხდება „ეს რევოლუცია არაა, ეს სტაბილურობაა“.

ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, შესაძლოა საქართველოს ტექნიკური მთავრობა დასჭირდეს.

„პარლამენტი არ არის აღიარებული, არცერთი ოპოზიციური პარტია არ შესულა. ეს არის ერთპარტიული პარლამენტი, რომელსაც უფლებამოსილება არ გააჩნია, რომელიც ირჩევს მთავრობას, რომელიც აღიარებული არაა არც მოსახლეობის და არც პოლიტიკური ძალების მიერ. და ასეთივე იქნება პრეზიდენტი, რომლის სამუშაო, სხვათა შორის, ფეხბურთელობა იყო, განათლების არმქონე, რეალური პრო-რუსული პარტიის წარმომადგენელი, რომელიც “ქართული ოცნების“ მიერ იქნა შექმნილი. და ის იყო რუსული კანონის ერთ-ერთი ინიციატორი, ასე რომ ძალიან ნათელია რა ხდება. და სწორედ ამიტომაა ქართული საზოგადოების ეს მასიური, ერთხმოვან რეაქცია, რომელიც არ გაჩერდება და რომელიც არაა რევოლუცია, როგორც ბატონი კობახიძე ეძახის. ეს ახალი არჩევნების ლეგიტიმური უფლების მოთხოვნაა, ვინაიდან ეს არჩევნები არა უბრალოდ გაყალბდა, ხმები სისტემურად იქნა მოპარული რუსული მეთოდით, რომლითაც არჩევნები ჩატარდა.

უკეთ უნდა დაჰკვირვებოდით ქართულ არჩევნებს! საზოგადოება მოითხოვს არჩევნებს, მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალასა და მე, როგორც ერთადერთ დამოუკიდებელ ინსტიტუტს. ჩვენ მოვითხოვთ ახალ არჩევნებს და მოვთხოვთ ევროკავშირის ტექნიკურ მისიას, რომელიც აქ ჩამოდის, რომ განმარტოს რა იქნება ახალი არჩევნების პირობები, რა უნდა გამოსწორდეს, როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო კოდექსი, რომ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია.

ასე რომ, ძალიან ნათელია – ეს რევოლუცია არაა, ეს სტაბილურობაა და ამ გარდამავალ პერიოდს თუ დასჭირდება, ჩვენ შეიძლება ტექნიკური მთავრობა დაგვჭირდეს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში