ჩვენც არ გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოს და სასამართლოს არცერთი ინსტანციის მიმართ რაიმე ნდობა, მაგრამ პოლიტიკური პროცესის გამო, იმისთვის, რომ საზოგადოებას, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს დავანახოთ, რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“, ნიღაბი რომ ჩამოვხსნათ და მათი ზრახვები გამოვააშკარაოთ, სარჩელი ჩვენც შევიტანეთ და ველოდებით გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“პოლიტიკურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოურ გავლენს გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, რომლის განხილვაც, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას დაიწყება.
მისი თქმით, რამდენიმე დღის ვადაში გამოჩნდება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავისუფალია, თუ პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული.
ცისკარიშვილის განცხადებით, ეს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ძალიან დიდი ტესტი და გამოცდაა.