ეს კინო ნანახი გვაქვს. სამწუხაროა, რომ რჩება ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც კვლავ იზიარებს იმ იდეებს, რომლის თაობაზეც აქციის რამდენიმე მონაწილემ დილიდან გვამცნო, რომ ისინი გადადიან ძალადობრივ ქმედებებზე – მაია ბითაძე

3
spot_img

პროცესების ამგვარ რეჟიმში განვითარებაზე ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით, რომ ეს გაკოტრებული რადიკალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოთხად დანაწევრებული ფლანგი წარმოადგენს, ატყუებდნენ რა საკუთარ ამომრჩეველს, რომ გაიმარჯვებდნენ არჩევნებში, იცოდნენ იმ შედეგების შესახებ კვლევების შედეგად, რაც არჩევნების შედეგად დადგებოდა, ემზადებოდნენ არჩევნების მეორე და შემდგომი დღეებისთვის, – განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

მისი თქმით, რადიკალებს აქეზებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენელი.

„თუ გავიხსენებთ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშს, შეგვიძლია ამოვიკითხოთ ის ქმედებები, რასაც დღეს რადიკალების მხრიდან ვხედავთ. მათ შორის იმ დესტრუქციული მხარდაჭერით, რომელიც ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოს ზოგიერთი წარმომადგენლისგან მოდის, რომლებიც აქეზებენ რადიკალებს ამ დესტრუქციული ქმედებებისკენ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, წლებია რადიკალების ქმედებები არ იცვლება და სწორედ ამის გამოა, რომ მათი მხარდამჭერების რიცხვი სულ უფრო იკლებს. მაია ბითაძის განცხადებით, ოპოზიციის ნაბიჯებს აქვს ორი მიზანი და ესენია თავის მართლება საკუთარი დამფინანსებლის და ამომრჩევლის წინაშე.

„ეს კინო ნანახი გვაქვს. მაგრამ სამწუხაროა, მიუხედავად იმ მოქალაქეების სიმცირისა, რომელიც ადგილზეა შეკრებული და სამწუხაროდ რადიკალური მოწოდებებით გამოირჩევა, სამწუხაროა, რომ რჩება ადამიანთან მცირე ჯგუფი, რომელიც კვლავ იზიარებს იმ იდეებს, რომლის თაობაზეც აქციის რამდენიმე მონაწილემ დილიდან გვამცნო, რომ ისინი სისხლის ბოლო წვეთამდე აპირებენ ბრძოლას და გადადიან ძალადობრივ ქმედებებზე, რაც თითოეულ მოქალაქეს შეახსენებს ერთ რამეს, რომ ამ ჯგუფის მიზანი არის ამ ქვეყნის ჩამოქცევა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.