ეს დიდი წარმატებაა, თუმცა შეგვეძლო მეტი მედალი გქონოდა -ტატო გრიგალაშვილი

20
spot_img

ეს დიდი წარმატებაა, თუმცა შეგვეძლო მეტი მედალი გქონოდა, რადგან ბიჭებმა ეს ნამდვილად დაიმსახურეს, – ამის შესახებ ვერცხლის მედლის მფლობელმა ტატო გრიგალაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც მას და ქართველ ძიუდოისტებს გულშემატკივრები დახვდნენ.

„ოლიმპიადა ჯერ არ დასრულებულა და კიდევ ველოდებით ოქროს მედლებს“, – აღნიშნა გრიგალაშვილმა.

ქართველი ძიუდოისტები პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ.

ქართველ ძიუდოისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და ვეტერანი ძიუდოისტები დახვდნენ. ადგილზე შეკრებილებმა მადლობა გადაუხადეს სპორტსმენებს საუკეთესო ასპარეზობისა და საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის.

პარიზის ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტებმა საქართველოს დელეგაციას სამი მედალი მოუტანეს. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გახდა, ვერცხლის მედლები კი ილია სულამანიძემ და ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვეს.

ისტორიაში პირველად, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს შერეულმა გუნდმაც იასპარეზა, რომელიც მერვედფინალში იტალიასთან 3:4 დამარცხდა.