,,ეს არის უნამუსობა და ანტიდასავლური პროპაგანდა”- ამირან სალუქვაძე

126
spot_img

ექსპერტი ამირან სალუქვაძე ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებას ანტიდასავლუს უწოდებს და ამბობს, რომ განცხადების ავტორს არ ესმის სამშობლოს მნიშვნელობა.

„ეს არის ტიპური ანტიდასავლური განცხადება. თითქოს რაღაც პატიოსნებაზე საუბრობს, მაგრამ ეს არის უნამუსო განცხადება. რას ეუბნება, რას უნერგავს [საზოგადოებას] ფადი ასლი და ის ადამიანები, ვინც მოიწონეს ეს? თითქოს ჩვენ ნატო და ევროკავშირი გვეუბნება – დათმეთ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი და მიგიღებთ. მსგავსი ხომ არ ხდება. ეს არის უნამუსობა უბრალოდ, სხვა არაფერი და ანტიდასავლური პროპაგანდა“, – აცხადებს სალუქვაძე.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა, ფადი ასლიმ სოციალურ ქსეილში დაწერა: „თეორიულად დავუშვათ, რომ რუსეთი ივანიშვილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირდა, კითხვა რომელიც თითოეულმა ქართველმა პატიოსნად უნდა დაუსვას საკუთარ თავს: მინდა გავერთიანდე ორ სეპარატისტულ რეგიონთან და ვიცხოვრო მათთან, როგორც რუსეთის მონამ,თუ მინდა ვიცხოვრო დამოუკიდებლად და თავისუფლად, როგორც ევროკავშირის წევრმა ამ ორი რეგიონის გარეშე?“