,,ეს არის პროცესი, რომელიც “დიდი ხაფანგია ევროკავშირისთვის”- რობერტ ფიცო

4
spot_img

რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებმა ალასკაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყეს – ასე გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას.

მისივე განცხადებით, ეს არის პროცესი, რომელიც “დიდი ხაფანგია ევროკავშირისთვის”:

“რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებმა ალასკაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყეს. ეს არის პროცესი, რომელიც ასევე დიდი ხაფანგია ევროკავშირისთვის. უახლოესი დღეები აჩვენებს – მხარს დაუჭერენ გაერთიანების მთავარი მოთამაშეები ამ პროცესს და უკრაინის კონფლიქტს სწრაფ დასრულებამდე მიიყვანენ თუ გაგრძელდება წარუმატებელი ევროპული სტრატეგია, რომელიც ცდილობს რუსეთის დასუსტებას ამ კონფლიქტის მეშვეობით, კიევისთვის ფინანსური, პოლიტიკური თუ სამხედრო დახმარებით. მშვიდობისკენ გზა გადის არა სანქციებით რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეურაცხყოფაზე, არამედ კონსტრუქციულ საუბრებზე. ტრამპისა და პუტინის შეხვედრით ოფიციალურად დაიწყო შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების ნორმალიზება. ჩვენ, დიდი ხანია ვსაუბრობთ ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების ნორმალიზების აუცილებლობაზე, რაც ამჟამად ევროკავშირის ინტერესს არ წარმოადგენს,”- აცხადებს ფიცო.