“ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილების შემცველი მოლოცვა, რომელიც ცალსახად მიუთითებს ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განწყობაზე, რომ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან” – გივი მიქანაძე

10
spot_img

ამერიკის პრეზიდენტის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილ წერილს მიესალმება „ქართული ოცნება“. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ გზავნილში ნათლად ჩანს განწყობა, რაც ქვეყნებს შორის დადებითი მიმართულებით, ურთიერთობების გადატვირთვის წინაპირობა უნდა გახდეს.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ეს გზავნილი მიუთითებს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განწყობას, რომ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან.

“ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილების შემცველი მოლოცვა, რომელიც ცალსახად მიუთითებს პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის განწყობაზე, რომ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან. უნდა ველოდოთ იმ გადატვირთვის კომპონენტს, რაზედაც არაერთხელ, საჯაროდ განვაცხადეთ. ვფიქრობთ, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი დასაწყისი ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაში განვითარებაში”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ტრამპმა გუშინ, დღის ბოლოს მიულოცა. ტექსტში ასევე ნათქვამი იყო, რომ ამერიკის „ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.“ „სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით“ – წერს ამერიკის პირველი პირი ქართველ კოლეგას.