,,ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი”- სალომე ზურაბიშვილი

20
spot_img

“ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი.” – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა 9 აპრილის მემორიალთან გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილმა პატივი მიაგო 35 წლის წინ, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას და ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

“დღევანდელი დღე, რაც არ უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ დიდი ტრაგედია დატრიალდა და ნამდვილად დიდი ტრაგედია დატრიალდა, ეს არის უზარმაზარი გამარჯვების დღე, ის დღე, როცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვერაფერი დაემუქრება საქართველოს და მის დამოუკიდებლობას. ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე საქართველოსთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ამ დღის  მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ ვერ დაემუქრება საქართველოს დამოუკიდებლობას. ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს და ის, რომ 8 აპრილს ვიღაცებმა გაბედეს და რუსული კანონი კიდევ ერთხელ შემოიტანეს, ეს არის მათი დამარცხების ყველაზე დიდი ნიშანი.” აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.