,,ეს არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის”- პაპუაშვილი

119
spot_img

ეს არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის, ბრძოლა ამ ჯგუფის – ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ დააბრუნონ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ ხდება საბაბების მოძიება და ამ საბაბად ძირითადად გამოყენებულია ევროკავშირის თემა და რუსეთის საკითხი, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან პრემიერ-მინისტრის ნატოს შესახებ კომენტარის ინტერპრეტაციაზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოზე იქმნება გარკვეული ყალბი აღქმები, რომლებსაც ფაქტები უნდა დაუპირისპირდეს. „ეს ზუსტად რომ სასკოლო მაგალითია იმისა თუ როგორ ხდება საქართველოზე ყალბი აღქმების შექმნა და როგორ ხდება შემდეგ ამ აღქმებით გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ მიყვანა ამა თუ იმ ინსტიტუციის, პოლიტიკოსისა თუ სახელმწიფოსი. ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვამბობთ, რომ აღქმებს უნდა დავუპირისპიროთ ფაქტები. ფაქტები საბოლოო ჯამში იმარჯვებს, თუმცა ეს ყალბი და მანიპულაციური კამპანიები თავის ნალექს ტოვებს“, – მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე. ბრატისლავის უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მიზეზებზე ისაუბრა და ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა დაასახელა. მის ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, იმაზე, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ნატოს გაფართოების პერსპექტივაა, მსოფლიო ლიდერები მუდმივად საუბრობენ.