ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო

3
spot_img

მნიშვნელოვანია, აშშ-ში იცოდნენ, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც შესწევთ უნარი, ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ და ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, საქართველო უნდა დაუბრუნდეს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არსებობდა.

„შეერთებულ შტატებში ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, ვისაც შესწევთ უნარი, ქვეყანა გამოიყვანონ იმ კრიზისიდან, რომელშიც, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. ასევე შესწევს უნარი, გაატაროს ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებები და ღირებულებით სისტემაში ევროპასთან და ამერიკასთან ერთად თანხვედრაში მოვიდეს საქართველოც. ამასთან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვაშინგტონში, საქართველო დაუბრუნდეს იმ პოლიტიკურ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ორ ქვეყანას ჰქონდა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. მათივე ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის წევრებთან ერთად, „მეგობარი აქტის“ ინიციატორ კონგრესმენს, ჯო უილსონს შეხვდა.