აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ერაყს ეწვია.
ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, სახელმწიფო მდივანის და ერაყის პრემიერ-მინისტრ მუჰამედ შია ალ-სუდანის შეხვედრა ბაღდადში საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
როგორც ბლინკენმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, მისი შეხვედრა ერაყის პრემიერ-მინისტრთან კარგი და პროდუქტიული იყო.
ბლინკენის თქმით, ერაყის პრემიერმა ნათლად აჩვენა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების მიერ აშშ-ის სამხედროების წინააღმდეგ თავდასხმები სრულიად მიუღებელია.
როგორც მედია წერს, ენტონი ბლინკენი ასევე ეწვია აშშ-ის საელჩოს, სადაც მას მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რა საფრთხე ემუქრება აშშ-ის ობიექტებს.