ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელს ეწვევა

13
spot_img

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს ისრაელში ჩავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ისრაელში ბლინკენი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.

ბლინკენის ვიზიტი იმ ფონზე მოხდება, როდესაც კატარში, აშშ-ს, კატარისა და აგვიპტეს შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განახლდა.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის მოლაპარაკებების ჯგუფმა გამოთქვა “ფრთხილი ოპტიმიზმი” შეთანხმების მიღწევის კუთხით შესაძლო პროგრესთან დაკავშირებით.

„ჰამასის“ სპიკერმა ჯიჰად ტაჰამ განუცხადა ტელეკომპანია Al Jazeera-ს შაბათს, რომ ისრაელმა დაამატა პირობები ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში და დაადანაშაულა ნეთანიაჰუ მათ გამოყენებაში მცდელობის შეფერხებისთვის. ჰამასის“ პრესსპიკერმა, სამუ აბუ ზუჰრიმ კი განაცხადა, რომ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა მალე მოხდება, „ილუზიას“ წარმოადგენს. მისივე თქმით, ისრაელი შეთანხმების მიღწევის შანსებს ხელს უშლის და მის ძალისხმევას მხარს ვაშინგტონი უჭერს