„ენჯეო“, მოძრაობის სახით დაფუძნებული, შევიდა პარტიულ კოალიციაში. მეტი ზღვრის წაშლა და ლუსტრაცია ალბათ შეუძლებელია“,-ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ახალი გაერთიანების შექმნას, რომელშიც “ლელო”, “ანა დოლიძე – ხალხისთვის” და მოძრაობა “თავისუფლების მოედანი” შევიდნენ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ენჯეოები“ მათი პირდაპირი მოვალეობების შესრულებით არ არიან დაკავებულები.
„სამწუხაროა, რომ „ენჯეო“ სექტორი საქართველოში, განსაკუთრებით, საუბარი მაქვს მდიდარ „ენჯეოებზე“, არა მათი რეალური ფუნქციით, არამედ, ჩამოყალიბებული ზოგიერთ პარტიასთან ერთად, არიან აგენტურის სახით. ახლა ისინი არაფრად დაგიდევენ იმას, რომ პარტიაა, არასამთავრობოა. თქვენგან ვიგებ, რომ თურმე ეს ორგანიზაცია ყოფილა „ენჯეო“ და განაცხადეს უკვე, რომ ჩვენ გავერთიანდით პარტიასთან. „ენჯეო“, მოძრაობის სახით დაფუძნებული, შევიდა პარტიულ კოალიციაში. მეტი ზღვრის წაშლა და ლუსტრაცია ალბათ შეუძლებელია“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.