„ძლიერი საქართველოს” ლიდერები დონალდ ტრამპის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ
„ძლიერი საქართველოს” ლიდერები აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ.
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია, კონგრესმენ დერეკ ვან ორდენის მიწვევით, საინაუგურაციო წვეულებას დაესწრნენ, რომლის ფარგლებში კონგრესმენ პეტ ჰარიგანს, ვაშინგტონში ბალტიისპირეთის ელჩებს და სხვა ლიდერებს შეხვდნენ.
ძლიერი საქართველოს” ლიდერების მონაწილეობით, საინაუგურაციო საზეიმო მიღება გაიმართა ბობ კენედის მიწვევითაც, რომელიც სულ მალე აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. მიღებას ესწრებოდა CMS (ჯანდაცვის ფედერალური სააგენტოს) ხელმძღვანელი დოქტორი მეჰმედ ოზი, რომელსაც ქართველი დედა ჰყავს და ამაყობს მისი წარმომავლობით.
„ძლიერი საქართველოს” ლიდერებმა ვაშინგტონში ვიზიტი 10 დღის წინ, ქართულ დიასპორასთან შეხვედრით დაიწყეს. მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და გრიგოლ გეგელიას შეხვედრები ჰქონდათ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, ჯო უილსონ და სხვა ცნობილ კონგრესმენებთან, ასევე სენატორ როჯერ უიკიერთან და ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. „ძლიერი საქართველოს” ლიდერები კონგრესმენ დერეკ ვან ორდენის მიწვევით, დონალდ ტრამპის საინაუგურაციო მიღებებსა და ღონისძიებებშიც მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას პარტია „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.