ძაღლის გასეირნებისას წარმოქმნილი კონფლიქტის ნიადაგზე, ერთი პირი დაჭრეს

116
spot_img

თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მოქალაქე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას სხვა მოქალაქესთან შელაპარაკება მოუვიდა და დაჭრაც შელაპარაკების შედეგად მოხდა.

გავრცელებული ცნობით, დაჭრილია ადგილზე მდებარე საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

მათივე ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.