დროა დაშალონ ბანაკი, მაგრამ დაშლილი ბანაკით რამდენად ააწყობენ ახალ, წარმატებულ გუნდს ეს საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ამის ალბათობა უკიდურესად დაბალია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ მედიასთან განაცხადა
„ჩვენ ყველა არჩევნებში გავიმარჯვეთ და გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც საქართველოსა და ჩვენს საზოგადოებას სჭირდება, ვაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ ოჯახში. ზუსტად ამის საპირისპიროს აკეთებს რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ლელო“ მესამე ძალის მობილიზებას ცდილობს და სამომავლო თანამშრომლობას ყოფილ „ნაციონალებთან“ განიხილავს. მათ შორის ზურა ჯაფარიძესთან, ნიკა გვარამიასთან და ელენე ხოშტარიასტან. პარალელურად, საკუთარი საარჩევნო სტრატეგიის ფარგლებში მოქმედებენ ხაბეიშვილი და ვაშაძე.