დონეცკის ოლქის 16 დასახლებაში ბავშვებისა და მათი მშობლების სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა

6
spot_img

უკრაინის დონეცკის ოლქის 16 დასახლებაში ბავშვებისა და მათი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონულ სახელმწიფო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სავალდებულო ევაკუაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის საკითხებზე საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე დამტკიცდა.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე შევჩენკომ განაცხადა, რომ ოქმის ხელმოწერის მომენტში მითითებულ დასახლებებში 174 ბავშვი ცხოვრობდა, რომლებიც უკვე ევაკუირებული იყვნენ. ამავდროულად, დაახლოებით 1600 ადამიანი კვლავ რჩება ამ თემებში.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ დონეცკის ოლქში კაშხლის დაზიანების შედეგად კურახოვოს წყალსაცავიდან 20 მილიონი კუბური მეტრი წყალი დაიღვარა, მაგრამ საცხოვრებელი სახლების დატბორვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნის საშიშროება არ არსებობს