აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიას სავიზო და სატარიფო შეზღუდვები დაუწესა.
ტრამპმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 26 იანვარს კოლუმბიამ უარი თქვა ორი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის მიღებაზე, რომლებშიც აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტები იმყოფებოდნენ.
ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კოლუმბიის მხრიდან ეს ქმედება საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას. მან დაავალა თავის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ იმოქმედოს.
„საგანგებო 25-პროცენტიანი საბაჟო გადასახადი აშშ-ში შემოსულ ყველა საქონელზე, მგზავრობის აკრძალვა და კოლუმბიის მთავრობის თანამდებობის პირებისა და მათი მხარდამჭერებისთვის ვიზების გაუქმება, სავიზო სანქციები კოლუმბიის მთავრობის ყველა პარტიის წევრს, მათი ოჯახის წევრებსა და მხარდამჭერებს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.