დონალდ ტრამპმა აშშ-ის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პემ ბონდი წარადგინა

7
spot_img

დონალდ ტრამპმა აშშ-ის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პემ ბონდი წარადგინა.

გადაწყვეტილება აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილმა მეტ გეცმა კანდიდატურა მოხსნა.

„პემი პროკურორი თითქმის 20 წლის განმავლობაში იყო, ის ძალიან მკაცრი იყო მოძალადე კრიმინალების მიმართ და ფლორიდაში მცხოვრები ოჯახებისთვის ქუჩები უსაფრთხო გახადა“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

პემ ბონდი ფლორიდის გენერალური პროკურორის თანამდებობას 2011 წლიდან 2019 წლამდე იკავებდა. შტატის ისტორიაში ის გახდა პირველი ქალი, რომელიც ამ თანამდებობას იკავებდა. 2020 წელს ბონდი იყო დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ადვოკატი მისი პირველი სასამართლო პროცესის დროს. 2024 წლამდე ის ხელმძღვანელობდა პოლიტიკის ინსტიტუტის იურიდიულ განყოფილებას, რომელიც მხარს უჭერს ტრამპს.