დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა – პუტინ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე

5
JPG resized with https://ezgif.com/resize
spot_img

რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები დაბალ ნიშნულზეა, თუმცა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ „გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ატომური ინდუსტრიის მუშაკებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან, ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უაღრესად დაბალ ნიშნულზეა. ამაზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრე. მაგრამ, ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპის მოსვლასთან ერთად, ასეთი შუქი გვირაბის ბოლოს მაინც გამოჩნდა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოლოდინი აქვს, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები სრულად აღდგება.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პირველი ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა, ჩვენი ურთიერთობების სრულფასოვანი აღდგენის მხოლოდ დასაწყისია“, – დასძინა მან.