
ეს არის ყველაზე ცუდი განცხადება, რაც ზელენსკის შეეძლო გაეკეთებინა და ამერიკა ამას კიდევ დიდხანს არ შეეგუება!, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმება „ჯერ კიდევ ძალიან შორს არის“.
„ეს არის ის, რაზეც მე ვსაუბრობდი, ამ კაცს არ სურს მშვიდობა, სანამ მას ამერიკის მხარდაჭერა აქვს და ევროპამ ზელენსკისთან შეხვედრაზე პირდაპირ განაცხადა, რომ აშშ-ის გარეშე ამას ვერ გაუმკლავდებიან. ეს ალბათ არ არის საუკეთესო განცხადება რუსეთის წინააღმდეგ ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით. რას ფიქრობენ ისინი?“, – წერს დონალდ ტრამპი.