დონალდ ტრამპი ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის პროცედურის შეცვლას გეგმავს

4
spot_img

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის აპირებს, შეცვალოს ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის პროცედურა. ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, ძალიან „არაზუსტი“, ძვირად ღირებული და სადავოა ხმის მთვლელი აპარატები, რაც ათჯერ ძვირი ჯდება, ვიდრე ზუსტი და დახვეწილი შტამპიანი ფურცლები, რომლებიც, დონალდ ტრამპის თქმით, არის უფრო სწრაფი და არ ტოვებს ეჭვისთვის საფუძველს, ვინ გაიმარჯვა და ვინ წააგო არჩევნებში.

„ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, რომელიც ფოსტით ხმის მიცემის სისტემას იყენებს. ყველა სხვა ქვეყანამ უარი თქვა მასზე ამომრჩეველთა მასშტაბური მოტყუების გამო. ჩვენ დავიწყებთ ამ ძალისხმევას აღმასრულებელ განკარგულებაზე ხელმოწერით, რასაც 2026 წლის შუალედური არჩევნებისთვის პატიოსნების უზრუნველყოფა შეუძლია და რასაც დემოკრატების მხრიდან მტკიცე წინააღმდეგობა მოჰყვება, რადგან ისინი არნახულ დონეზე იტყუებიან“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ფოსტის საშუალებით ხმის მიცემის სისტემით თაღლითობის გარეშე დემოკრატებს გამარჯვება არ შეუძლიათ.

„ფოსტით ხმის მიცემა და ხმის მთვლელი მანქანები სრული კატასტროფაა და უნდა დასრულდეს. გახსოვდეთ, სამართლიანი და პატიოსანი არჩევნების გარეშე, მტკიცე და ძლიერი საზღვრების გარეშე თქვენ ქვეყანაც კი არ გაქვთ“, – განაცხადა ტრამპმა.