დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინაშე მზია ამაღლობელის გამბედაობით აღფრთოვანებული ვარ. ქართველი ხალხი არ შეშინდება. დონალდ ტრამპი მალე პრეზიდენტი იქნება და ახალი სანქციები დაწესდება. ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ“, – წერს ჯო უილსონი.