![ტრამპი](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/trampi-6.jpg)
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, საუდის არაბეთში შეხვდება.
აღნიშნულის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის შედგება პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არცთუ ისე შორეულ მომავალში მოხდება.
ტრამპს ასევე ჰკითხეს უკრაინაში ვიზიტის შესახებ, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჯერ არ გეგმავს უკრაინაში ვიზიტს, თუმცა არ გამორიცხავს ამის შესაძლებლობას მომავალში.
„ჩვენ გვსურს ამ ომის დასრულება, ეს ომი არის კატასტროფა“, – აღნიშნა ტრამპმა.
რაც შეეხება ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს, ტრამპის თქმით, მათ ძალიან კარგი საუბარი ჰქონდათ.