აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მის ადმინისტრაციას უკვე ჰქონდა „ძალიან სერიოზული“ დისკუსია რუსეთთან უკრაინაში ომის შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართავს.
„ჩვენ ვისაუბრებთ და ვფიქრობ, რაღაც მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ დაიწყებოდა“, – განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან.
ტრამპმა არ უთქვამს, ვინ იყო მისი ადმინისტრაციიდან რუსებთან კონტაქტში, მაგრამ ამტკიცებდა, რომ ორივე მხარე „უკვე საუბრობს“. კითხვაზე, ესაუბრა თუ არა პირდაპირ პუტინს, ტრამპმა უპასუხა: „არ მინდა ამაზე ლაპარაკი“.