დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელი და ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

9
spot_img

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელი და ირანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„ვულოცავ ყველას! ისრაელი და ირანი სრულად შეთანხმდნენ, რომ იქნება სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა (აქედან დაახლოებით ექვს საათში, როდესაც ისრაელი და ირანი შეწყვეტენ და დაასრულებენ საბოლოო მისიებს). 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება. ოფიციალურად ირანი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგი 12 საათის განმავლობაში ისრაელი დაიწყებს ცეცხლის შეწყვეტას და 24-ე საათზე მსოფლიო 12-დღიანი ომის დასასრულს მიესალმება. თითოეული ცეცხლის შეწყვეტის დროს მეორე მხარე დარჩება მშვიდობიანად და პატივსაცემად. იმ ვარაუდით, რომ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც საჭიროა, რაც ასეც მოხდება, მინდა, მივულოცო ორივე ქვეყანას, ისრაელსა და ირანს, გამძლეობის, გამბედაობისა და ინტელექტის გამო, რათა დაესრულებინათ ის, რასაც „12-დღიანი ომი“ უნდა ვუწოდოთ. ეს არის ომი, რომელიც შეიძლებოდა, წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო და მთელი ახლო აღმოსავლეთი გაენადგურებინა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და არც არასდროს მოხდება! ღმერთმა დალოცოს ისრაელი, ღმერთმა დალოცოს ირანი, ღმერთმა დალოცოს ახლო აღმოსავლეთი, ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები და ღმერთმა დალოცოს მსოფლიო!“, – წერს ტრამპი.