“დიქტატურები თავისით არ სრულდება- დიქტატურებს ასრულებენ”-ნიკა გვარამია

36
spot_img

“ოცნებამ” დღევანდელი პარანოიდალური განცხადებით, აირჩია იანუკოვიჩის გზა ორბანის კარის იდეოლოგების „ბოდვით” დასაბუთებული, – ასე გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას.

მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილი ამ გზას ბოლომდე „მიაწვება“ და საერთაშორისო იზოლაციასთანაც მაქსიმალურ ადაპტაციას ეცდება.

„ოცნებამ“, დღევანდელი პარანოიდალური განცხადებით, აირჩია იანუკოვიჩის გზა ორბანის კარის იდეოლოგების “ბოდვით” დასაბუთებული. ივანიშვილი ამ გზას ბოლომდე მიაწვება და საერთაშორისო იზოლაციასთანაც მაქსიმალურ ადაპტაციას ეცდება.

ამის დეკლარაციაა ეს ტექსტი.

p.s. დიქტატურები თავისით არ სრულდება. დიქტატურებს ასრულებენ“, – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი.