დიდი ისტორია დაიწერა და უბედნიერესი ვარ“ – ლაშა ბექაური

14
spot_img

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა თავისი მეორე ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ, ქართულ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა. 

მან მადლობა გადაუხადა ქართველ გულშემატკივრებს და აღნიშნა, რომ მისი ამ გამარჯვებით, დიდი ისტორია დაიწერა.

„ახლა წარმომიდგენია, საქართველოში რა ხდება. სიზმარში ვარ, დაუჯერებელია. მადლობა ყველას, მიყვარხართ და იმედია, ბედნიერები ხართ და გიხარიათ, რომ ამ ქვეყნის წარმომადგენლები ხართ. დიდი ისტორია დაიწერა და უბედნიერესი ვარ“, – ამბობს სპორტსმენი.

24 წლის ლაშა ბექაურმა ზედიზედ მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება. მან პირველად, ოლიმპიური ჩემპიონობა 2020 წელს, ტოკიოში იზეიმა, ახლა კი ტიტულის დაცვა პარიზში შეძლო.