დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება – „თბილისი ენერჯი“

20
spot_img

დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება, – ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ.

„თბილისში, ვაკის და საბურთალოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის მიწოდების პროცესი გრძელდება. „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ. დღეს, დღის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება ყველა აბონენტის გაზით მომარაგება.

გთხოვთ, გაზის ონკანები გადაკეტეთ თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის, რაც ასევე საგრძნობლად შეამცირებს ჩართვის დროს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.