დღევანდელი კიევის რეჟიმს საერთოდ არ სჭირდება მშვიდობა, მისთვის მშვიდობა სავარაუდოდ ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს”- ვლადიმერ პუტინი

17
spot_img

დღევანდელი კიევის რეჟიმს საერთოდ არ სჭირდება მშვიდობა, მისთვის მშვიდობა სავარაუდოდ ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მთავრობის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კიევის ხელისუფლებას არ აქვს ელემენტარული პოლიტიკური კულტურა და საკუთარ თავს უფლებას აძლევს, პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენოს მათ, ვისთანაც მოლაპარაკებას ცდილობს.

პუტინის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის წინა დღეს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაული მოლაპარაკების პროცესის ჩაშლისკენ იყო მიმართული.

პუტინის მტკიცებით, დარტყმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განზრახ განხორციელდა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას ცეცხლის შეწყვეტა შეიარაღების მისაღებად სურს.

„რატომ უნდა წავახალისოთ ისინი სამხედრო მოქმედებებისგან შესვენების მიცემით, რაც რეჟიმის დასავლური იარაღით გასაძლიერებლად იქნება გამოყენებული, ძალადობრივი მობილიზაციისა და სხვა ტერორისტული აქტების მომზადების გაგრძელებისთვის, იმის მსგავსის, რომლებიც ბრიანსკისა და კურსკის რეგიონებში ჩატარდა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსული მედიის ინფორმაციით, პირველი ივნისის ღამეს, ბრიანსკის ოლქის ვიგონიჩკის რაიონში საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა. მისი ნამსხვრევები კლიმოვი-მოსკოვის მარშრუტზე მის ქვეშ მოძრავ სამგზავრო მატარებელს დაეცა. ლოკომოტივი და ვაგონები ლიანდაგებიდან გადავიდა. შვიდი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა, რომ ხიდი მატარებლის მოძრაობის დროს ააფეთქეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ბრიანსკისა და კურსკის ოლქებში რკინიგზის ინფრასტრუქტურის აფეთქებები გამომძიებლებმა ტერორისტულ თავდასხმებად შეაფასეს.