დღევანდელი დღე ასევე ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ძალების მოკრება და ინფრასტრუქტურულად მომზადება სჭირდებათ.
ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.
„ჩვენ შევძელით, დავიბრუნეთ ის ლოკაცია, საიდანაც პოლიციამ გუშინ იძულებით გაგვიყვანა. მადლობა ყველას, ვინც მთელი ღამე იდგა. დღევანდელი ღამეც გავათენეთ ჩვენი ქვეყნისთვის. ახლა ვთხოვეთ, ყველამ ცოტა ძალები მოვიკრიბოთ. ჩვენ გვჭირდება ასევე ინფრასტრუქტურულად მომზადება, რადგან, იცით, რომ ჩვენი მანქანები და ტექნიკა წაღებულია. ასევე ღამის გასათევი საშუალებები. ამას ყველაფერს მოვიკრებთ ძალებს. გვაქვს რამდენიმე ვერსია განვითარების და ამაზე უახლოეს მომავალში სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ყველას გაცნობებთ. ვიბრძვით ბოლომდე გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ვაშაძემ.