დღეს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი აღდგომას აღნიშნავს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ტრადიციულად სააღდგომო ლიტურგია აღსრულდება.
მოსალოდნელია, რომ მსახურებაში მონაწილეობას პაპი ფრანცისკე მიიღებს. გუშინ კი პაპმა წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ღამის წირვა აღავლინა. ღვთისმსახურებისას პონტიფიკოსმა მსოფლიოში ყველა ომის დასრულებისკენ მოუწოდა.