„ნაციონალური მოძრაობა“ და დესტრუქციული ოპოზიცია რას იტყვის, ნაკლებ საინტერესოა… – ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა მედიასთან განაცხადა.
„ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყანას დღეს, ისე როგორც არასდროს ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე. მშვიდობა, რომელმაც უნდა გაგვიყვანოს გრძელვადიანი სტაბილური განვითარების გზაზე. დღეს არის ვითარება, როდესაც ახალი მსოფლიო წესრიგი, ახალი მსოფლიო რეალობა დგება. დღევანდელი გადმოსახედიდან ვერავინ ვერ იტყვის საბოლოო ჯამში ეს როგორ ფორმირდება, მაგრამ ერთი ნამდვილად ნათელი და ცხადია, რომ ის, რაც აქამდე არსებობდა ის ასე ვეღარ გაგრძელდება. ახალი წესრიგი, ახალი რეალობა დგება და ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვიპოვოთ ღირსეული ადგილი ამ რეალობაში “, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.