2023 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ცვლილებამ მოახდინა. კონკრეტულად კი დეკემბერში, ფასები 19 პროცენტით შემცირდა ზეთსა და ცხიმზე, ბოსტნეული და ბაღჩეული კი, 10 პროცენტამდე გაიაფდა. 8 პროცენტიანი კლებაა პურსა და პურპროდუქტებზე.