მედიას უნდა მიეცეს თავისუფალ გარემოში თავისი საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა. დაუშვებელია მედიის მიმართ რაიმე ტიპის ძალადობა ან ხელშეშლა, – განაცხადა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა.
ომბუდსმენი რადიკალური ოპოზიციის აქციაზე ჟურნალისტებისთვის, მათ შორის „იმედის“ გადამღები ჯგუფისთვის ხელშეშლის ფაქტებს გამოეხმაურა.
„ნებისმიერი ხელშეშლა მედიის წარმომადგენლების მიმართ, რომელიც თავიანთ პროფესიულ საქმიანობას ახორციელებენ, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს. ჩვენ რა თქმა უნდა შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ და ყველა დოკუმენტაცია რაც შევკრიბეთ გადაეგზავნება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს“, – განაცხადა იოსელიანმა.
რადიკალური ოპოზიციის დღევანდელ აქციაზე დემონსტრანტები „იმედის“ ოპერატორს გადაღების შესაძლებლობას უზღუდავდნენ და გადამღები ჯგუფის მისამართით უსტვენდნენ. ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილებიც.