„დასავლეთი მზად უნდა იყოს, რომ უკრაინის ომში სრული გამარჯვება არ იქნება“- ჩეხეთის პრეზიდენტი

166
spot_img

დასავლეთი უნდა იყოს მზად, რომ უკრაინის ომში სრული გამარჯვება არ იქნება“, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვიძლია, რათა წავახალისოთ უკრაინელები და მხარი დავუჭიროთ, რომ წარმატებულები იყვნენ. როგორც ჩანს, მათ ჯერ კიდევ აქვთ განცდა, რომ არ აქვთ ყველაფერი ოპერაციის წარმატებით დასაწყებად. მაგრამ შინაგანად ჩვენ უნდა ვიყოთ მზად სხვა არაპროგნოზირებადი სიტუაციებისთვისაც“, – აღნიშნა პაველმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა მოიპოვოს უკრაინისთვის საბრძოლო მასალა მთელი მსოფლიოდან, მათ შორის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც შესაძლოა არ სურდეთ რუსეთთან კონფლიქტში ჩართულობის აღიარება.

„კრემლის პრეტენზიები, რომ უკრაინა ცდილობდა ვლადიმერ პუტინის მოკვლას მოსკოვში უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის გზით, სისულელეა, ეს შესაძლოა იყოს საბაბი უკრაინაზე უფრო დიდი საჰაერო თავდასხმისთვის“, – აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი.

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, კიევში აცნობიერებენ, რომ რუსეთის არასწორად შეფასება არ შეიძლება, რადგანაც რუსებს ჰყავთ საკმარისი რაოდენობის ცოცხალი ძალა, ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი ტექნიკა, შეიძლება უფრო ძველი და, შესაძლოა, ნაკლები რაოდენობით, მაგრამ მაინც აქვთ საკმარისი რაოდენობით არტილერია და ბევრი საბრძოლო მასალა.

„ცხადია, თავდაცვაში ყოფნის დროს მათ საქმე უადვილდებათ, რადგანაც უკრაინა საშინელ დანაკარგს განიცდიდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინელები კარგად იქნებოდნენ მომზადებულები. ამიტომ ისეთ მტერზე თავდასხმა, როგორიც რუსეთია, ძალიან რთული იქნება და მოულოდნელობის ეფექტის შექმნა მეორედ არ გამოვა.

უკიდურესად მავნე იქნება უკრაინისთვის, თუ კონტრშეტევა ჩავარდება, რადგანაც მათ მეორე შანსი არ ექნებათ, ყოველ შემთხვევაში, წელს“, – დასძინა ჩეხეთის პრეზიდენტმა.